გია ცეცაძე: „ლეგიონერი გვჭირდება, რომელიც ევროპაში წარმატების მიღწევაში დაგვეხმარება“

0
7

თბილისის „საბურთალოს“ ახალ თავკაც გია ცეცაძეს მიაჩნია, რომ კლუბმა ისეთი ლეგიონერი უნდა აიყვანოს, რომელიც ევროთასებზე წარმატებაში დაეხმარება.

„უცხოელებს რაც შეეხება, რამდენიმე ლეგიონერთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. ჩემი აზრით, ლეგიონერი ისეთი უნდა იყოს, რომელიც ევროპაში წარმატების მიღწევაში დაგვეხმარება. ისეთი ლეგიონერის აყვანა ნამდვილად არ გვსურს, რომელიც მიიჩნევს, რომ „საბურთალოში“ თამაშით პატივს დაგვდებს“ – განაცხადა ცეცაძემ.

პრესკონფერენციაზე მას ჰკითხეს, ხომ არ ფიქრობს გიორგი ჭანტურიას მიწვევაზე, რომელიც კარგა ხანია უკლუბოდაა.

ცეცაძის აზრით, ჭანტურია ნიჭიერია და ამ ფეხბურთელისთვის კარიერის დასრულება ნაადრევია. მან ისიც დაამატა, რომ თუ თავად ჭანტურიას სურვილი იქნება, „საბურთალოში“ აიყვანს.