თბილისის “დინამო” ბერლინში ლეგენდათა ტურნირზე ითამაშებს

0
17
თბილისის “დინამო” ბერლინში ლეგენდათა ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჩემპიონი სოციალური ქსელით ავრცელებს:
“11-12 იანვარს, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, ლეგენდათა ტრადიციული ტურნირი (AOK TRADITIONSMASTERS) ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას “დინამო თბილისიც” მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ ტურნირში მონაწილე რვა გუნდიდან, შვიდი ადგილობრივია, ერთადერთი არაგერმანული კლუბი “დინამო თბილისია”.
A ჯგუფში, ქართულ კლუბთან ერთად დორტმუნდის “ბორუსია”, ლევერკუზენის “ბაიერი” და გელზენკირხენის “შალკე 04” იასპარეზებენ.
B ჯგუფში კი ბერლინურ ტრიოსთან – “ჰერტასთან”, “იუნიონთან” და “ტენის ბორუსიასთან” ერთად ბრემენის “ვერდერი” იასპარეზებს.
დინამო თბილისის ლეგენდათა შემადგენლობა:
გიორგი ლომაია
ნუკრი რევიშვილი
ლაშა სალუქვაძე
კახა კალაძე
ალექსანდრე ამისულაშვილი
ოთარ მარცვალაძე
ლევან ცქიტიშვილი
დავით სირაძე
ალექსანდრე იაშვილი
გიორგი დემეტრაძე
ზურაბ ხიზანიშვილი
დავით კვირკველია
ჩვენი გუნდი ბერლინში 9 იანვრიდან შეიკრიბება, მატჩების განრიგი კი ასეთია:
11 იანვარი, 20:45: დინამო თბილისი Vs. ლევერკუზენის ბაიერი
11 იანვარი, 21:42: დინამო თბილისი Vs. დორტმუნდის ბორუსია
12 იანვარი, 17:31: დინამო თბილისი Vs. შალკე04
ნახევარფინალური და ფინალური მატჩები კი 12 იანვარს 19:00 საათიდან დაიწყება”.