ყველაზე ძვირადღირებული თერთმეტეული

0
19

CIES Football Observatory-მა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების თერთმეტეული გამოაქვეყნა.

მეკარე: ალისონი (ლივერპული, 74.4 მილიონი გირვანქა);
მცველები: ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი (ლივერპული, 93.9 მილიონი); ვირჯილ ვან დეიკი (ლივერპული, 78.8 მილიონი); კლემენტ ლენგლე (ბარსელონა, 68.1 მილიონი); ენდრიუ რობერტსონი (ლივერპული, 65.4 მილიონი);
ნახევარმცველები: დელე ალი (ტოტენჰემი, 81.2 მილიონი); როდრი (მანჩესტერ სიტი, 84.8 მილიონი); ჯეიმს მედისონი (ლესტერი, 95.5 მილიონი);
თავდამსხმელები: მოჰამედ სალაჰი (ლივერპული, 148.8 მილიონი); რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი, 191.1 მილიონი); კილიან მბაპე (პსჟ, 226.2 მილიონი).