ლევანდოვსკი წლის მეგოლეა

0
38

2019 წლის საუკეთესო ბომბარდირი მიუნხენის ბაიერნისა და პოლონეთის ეროვნული ნაკრების შემტევი, რობერტ ლევანდოვსკია. მან 2019 წელს გუნდსა თუ ნაკრებში 54 გოლი გაიტანა.

მეორე ადგილი ლეო მესიმ დაიმსახურა. არგენტინელმა 2019 წელს გოლის გატანა 50-ჯერ შეძლო. მესამე ადგილს ამ დროისთვის 44 გოლით კილიან მბაპე იკავებს, თუმცა მეოთხეადგილოსან რაჰიმ სტერლინგს 41 გოლი აქვს გატანილი და მიმდინარე წელს მის გუნდს კიდევ 2 მატჩი აქვს ჩასატარებელი.

ევროპის მიღმა 40 გოლით ისრაელის ნაკრებისა და გუანჯუ რ&ფ-ს შემტევი, ერან ზაჰავი გამოირჩა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ უკანასნელ დეკადაში 2009 (ედინ ძეკო) და 2017 (ჰარი კეინი) წლების გარდა წლის საუკეთესო ბომბარდირი ან მესი ან რონალდუ ხდებოდა.