ცეცაძე 21-წლამდელებს აღარ გაწვრთნის და “საბურთალოს” გაუძღვება

0
13

გია ცეცაძემ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური იუწყება:
“საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებს გია ცეცაძე აღარ უხელმძღვანელებს. მიუხედავად ფეხბურთის ფედერაციის უდიდესი სურვილისა გაეგრძელებინა გამოცდილ სპეციალისტთან თანამშრომლობა, მან გადაწყვიტა, რომ თავისი სამწვრთნელო კარიერა სხვაგან გაეგრძელებინა. აღნიშნული ფაქტი ჩვენთვის ძალზე სამწუხაროა, მაგრამ პატივს ვცემთ გია ცეცაძის გადაწყვეტილებას.
როგორც მოგეხსენებათ, გია ცეცაძე 21 წლამდელთა ნაკრებს 2017 წლიდან წვრთნიდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კიდევ ერთხელ მადლობას უხდის გია ცეცაძეს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ საქმიანობაში”.
დიდი ალბათობით ცეცაძე სათავეში თბილისის “საბურთალოს” ჩაუდგება. შეგახსენებთ, რომ ცეცაძე ევრო-2021-ის შესარჩევ ციკლში სტუმრად სლოვაკეთთან 2:3 წაგებულ მატჩში ემოციების ვერმოთოკვისთვის უეფამ ხუთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.