შოთა უზბეკეთში წლის საუკეთესო მწვრთნელია

0
8

შოთა არველაძე უზბეკეთის სუპერლიგის 2019 წლის სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. ქართველი სპეციალისტი უზბეკეთის ფეხბურთის ფედერაციამ გამოარჩია.

ჩვენებურის აღიარება მოულონდელი არ ყოფილა, რადგან მისი ხელმძღვანელობით „ფახთაქორმა“ ტრიპლეტი შეასრულა (ჩემპიონობა, თასი და ლიგის თასი), ხოლო ჩემპიონატი უდიდესი უპირატესობით მოიგო, უახლოეს მდევარს 20 ქულით აჯობა. ამასთან, სეზონის მიმდინარეობისას შოთა სუპერლიგის თვის საუკეთესო სპეციალისტად რამდენჯერმე დასახელდა.

“ძალიან ვამაყობ, რომ ამ ჯილდოს მოგება მოვახერხე, შესანიშნავი დღეა”, – დაწერა ქართველმა მწვრთნელმა სოციალურ ქსელში.

ჰოლანდიური მედიის მიერ გავრცელებული ცნობით, არველაძის კანდიდატურა არნემის „ვიტესის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზეგანიხილება.