საშობაოდ „რეალი“ „ბარსელონას“ ჩამორჩა

0
23

„რეალმა“ შინ ბილბაოს „ატლეტიკს ვერ მოუგო და საშობაოდ მეორე ადგილზე დარჩა. დედაქალაქელები „ბარსელონას“ ორი ქულით ჩამორჩებიან.

„რეალი“ ბასკებს მართლაც ბევრს უტევდა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, მაგრამ ჩანს, ეს მათი დღე არ იყო. კასტილიელებმა სამჯერ მოარტყეს ბურთი ძელს (კროოსი, ნაჩო, იოვიჩი), რიგ ეპიზოდებში კი უნაი სიმონი ყოჩაღობდა.

ერთი სიტყვით, „სამეფო კლუბი“ შობას არცთუ კარგ ხასიათზე ხვდება.