“აიაქსის” რეკორდი

0
12

ნიდერლანდის ერედივიზიონის მორიგ ტურში ამსტერდამის ,,აიაქსმა” ,,დენ ჰააგს” უმასპინძლა და 6:1 დაამარცხა. 2019 წელს ამსტერდამელებმა ყველა ტურნირზე 163 გოლის გატანა შეძლეს, რაც ჰოლანდიური გუნდების ისტორიაში საუკეთესო შედეგია.
წელს ,,აიაქსმა” ჰოლანდიის ჩემპიონატი და თასი მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა.
მიმდინარე სეზონში ტენ ჰაგის გუნდი 44 ქულით ერედივიზიონის გათამაშებაში პირველ პოზიციაზეა, ამასთან ამსტერდამელებს 18 მატჩში 58 გოლი აქვთ გატანილი.