კარლო ანჩელოტი “ევერტონის” მწვრთნელია

0
7

60 წლის იტალიელი სპეციალისტი კარლო ანჩელოტი ,,ევერტონის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ამ ინფორმაციას ლივერპულელთა კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
იტალიელმა ,,ევერტონთან” ოთხნახევარწლიანი კონტრაქტი გააფორმა. სინიორ კარლოს ბოლო გუნდი ,,ნაპოლი” იყო, საიდანაც 10 დეკემბერს დაითხოვეს.
ინგლისის პრემიერლიგის 17 ტურის შემდეგ ,,ევერტონი” 18 ქულით ცხრილის მე-17 პოზიციაზეა და გასავარდნ ზონას სამი ქულით უსწრებს.