საქართველო XV – ორივე მატჩის ადგილი ცნობილია

0
20

საქართველო XV 2020 წლის იანვარში დაგეგმილი არგენტინული ტურნეს მეორე მატჩს ზე-რაგბის (Super Rugby) ვიცე-ჩემპიონ ‘ხაგუარესთან’ (Jaguares) ქვეყნის დედაქალაქში, ბუენოს აირესში გამართავს.

ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ ხამაშურიძემ უკვე დაასახელა ის გაფართოებული შემადგენლობა, რომელიც 23 დეკემბერს ქუთაისში შეიკრიბება და რომელთაგან 30 მორაგბე 11 იანვარს არგენტინაში გაემგზავრება.

‘ხაგუარესი‘, რომელიც ახალი სეზონისთვის ემზადება, პირველ საკონტროლო მატჩს გაგვიმართავს 17 იანვარს, კურორტ მარ-დელ-პლატაში , რომელიც ბუენოს აირესიდან 400 კილომეტრითაა დაშორებული.

ჩვენი გუნდი ბუენოს აირესში მეორე დღესვე ბრუნდება და ‘ხაგუარესთან’ მეორე შეხვედრას 24 იანვარს დედაქალაქში, არგენტინის 4-გზის ჩემპიონის, ‘კლუბ სან ისიდროს’ (SIC) მოედანზე ჩაატარებს.