მაკარიძე სიმბოლურში მეორედ მოხვდა

0
15

გიორგი მაკარიძე პორტუგალიის პრიმეირა ლიგის მე-14 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, goalpoint.pt-ის ვერსიით.
განვლილ ტურში „ვიტორია სეტუბალმა“, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გამოდის შინ „ავეშს“ 1:0 მოუგო და მაკარიძემ პენალტი მოიგერია.
ის მიმდინარე სეზონში სიმბოლურ ნაკრებში მეორედ მოხვდა და ამჯერად, 8,9 ქულა მიიღო, რაც ტურის სხვა გამორჩეულ ფეხბურთელებს შორის მეორე შეფასებაა.
„განვლილ ტურში, მაკარიძემ ამ სეზონში ლიგის სხვა მეკარეებს შორის ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა. „ვიტორიამ“ „ავეშს“ უმასპინძლა, გოლი გაიტანა და უპირატესობა ქართველის წყალობით შეინარჩუნა, რომელმა 7 სეივი გააკეთა და 6-ჯერ საჯარიმოს შიგნიდან დარტყმული ბურთი მოიგერია, ხოლო ერთხელ პენალტი აიღო“, – იუწყება goalpoint.pt მაკარიძის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში პორტუგალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 14 შეხვედრაში მაკარიძემ კარი „მშრალად“ 8-ჯერ შეინახა.