გია ცეცაძე ხუთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

0
9
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი გია ცეცაძე უეფას სადისციპლინო კომიტეტმა ხუთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
შეგახსენებთ, 15 ნოემბერს, სლოვაკეთთან 21-წლამდელთა ევროშესარჩევის გასვლითი მატჩის დასასრულს გიორგი კუცია აუტის მოსაწოდებლად ბურთს იღებდა, მეტოქე გუნდის მეკარეთა მწვრთნელმა პაველ კამეშმა უკნიდან ხელი ჰკრა და ფეხი გამოსდო. ეს ცეცაძემ ვერ მოითმინა და ჩხუბი ატყდა. შედეგად, მსაჯმა ცეცაძეს წითელი ბარათი უჩვენა.