მბაპეს რეკორდი

0
14

,,პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელმა კილიან მბაპემ საფრანგეთის ლიგა 1-ის ,,სენტ ეტიენთან” მოგებულ შეხვედრაში დუბლი გაიფორმა.

შედეგად, მბაპეს საფრანგეთის ჩემპიონატში 70 გოლი დაუგროვდა. კილიანმა 70 გოლის გატანა 20 წლის, 11 თვისა და 25 დღის ასაკში შეძლო, რაც ლიგის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. აქამდე რეკორდი გასული საუკუნის 70-80-იანი წლების ფორვარდ ბერნარ ლაკომბს ეკუთვნოდა, რომელსაც იგივე შედეგი 22 წლის, 5 თვისა და 11 დღის ასაკში ჰქონდა.

მბაპე ,,მონაკოს” აღზრდილია. თავდამსხმელი ,,პარი სენ ჟერმენში” 2017 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში კილიანის ანგარიშზე ლიგა 1-ში ჩატარებულ 11 მატჩში 9 გოლია.