კრიშტიანუს კიდევ ერთი მიღწევა

0
33

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ მორიგი მიღწევა ჩაიწერა აქტივში. პორტუგალიელს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 11 გოლი აქვს გატანილი და ტოპ ჩემპიონატებიდან ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ბოლო 15 სეზონში სათითაოდ მინიმუმ 10 გოლი გაიტანა.
რონალდუმ „უდინეზესთან“ დუბლი გაიფორმა, რის შედეგადაც, სერია A-ში 9 გოლი დაუგროვდა, ხოლო ორჯერ თავი ჩემპიონთა ლიგაზე გამოიჩინა.