FIBA-მ ევრო 2021-ის ოფიციალური ლოგო წარადგინა

0
75
საერთაშორისო კალათბურთის ფედერაციამ (FIBA) ოფიციალურად წარმოადგინა ევრობასკეტ 2021-ის ლოგო, რომლის ინსპირაციაა WI-FI-ის სიმბოლო.
ლოგოს პრეზენტაცია ოთხ მასპინძელ ქვეყანაში – ჩეხეთში, საქართველოში, იტალიასა და გერმანიაში ერთდროულად გაშუქდა.
საქართველოში ევრობასკეტის ოფიციალური ლოგოს წარდგენა საქართველოს პირველ არხზე, გადაცემა “ტაიმაუტის” პირდაპირ ეთერში შედგა, სადაც სტუმრად იმყოფებოდნენ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი – პაატა გურასპაული და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი – ილიას ზუროსი.