ჩაკვეტაძე და ქვილითაია „რომას“ შეხვდებიან

0
20

ევროპა ლიგის 1/16-ფინალში ქართველი ფეხბურთელების გუნდების მეტოქეები გაირკვა.
შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას შტაბ-ბინაში გამართული კენჭისყრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ „გენტი“, სადაც საქართველოს ეროვნული გუნდის შემტევები გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია გამოდიან, „რომას“ შეხვდება.
დონეცკის „შახტარი“, რომელშიც დავით ხოჭოლავა ასპარეზობს, ლისაბონის „ბენფიკას“ დაუპირისპირდება.
ევროპა ლიგის 1/16 ფინალური ეტაპის პირველი მატჩები 20 თებერვალს გაიმართება, ხოლო განმეორებითი შეხვედრები 27 თებერვალს ჩატარდება.

ევროპა ლიგის 1/16 ფინალური ეტაპის წყვილები:
„ვულვზი“ (ინგლისი) – „ესპანიოლი“ (ესპანეთი)
„სპორტინგი“ (პორტუგალია) – „ბაშაკშეჰირი“ (თურქეთი)
„ხეტაფე“ (ესპანეთი) – „აიაქსი“ (ჰოლანდია)
„ლევერკუზენი“ (გერმანია) – „პორტუ“ (პორტუგალია)
„კოპენჰაგენი“ (დანია) – „სელტიკი“ (შოტლანდია)
„აპოელი“ (კვიპროსი) – „ბაზელი“ (შვეიცარია)
„კლუჟი“ (რუმინეთი) – „სევილია“ (ესპანეთი)
„ოლიმპიაკოსი“ (საბერძნეთი) – „არსენალი“ (ინგლისი)
„ალკმაარი“ (ჰოლანდია) – „ლასკი“ (ავსტრია)
„ბრიუგე“ (ბელგია) – „მანჩესტერი“ (ინგლისი)
„ლუდოგორეცი“ (ბულგარეთი) – „ინტერი“ (იტალია)
„აინტრახტი“ (გერმანია) – „ზალცბურგი“ (ავსტრია)
„შახტარი“ (უკრაინა) – „ბენფიკა“ (პორტუგალია)
„ვოლფსბურგი“ (გერმანია) – „მალმიო“ (შვედეთი)
„რომა“ (იტალია) – „გენტი“ (ბელგია)
„რეინჯერსი“ (შოტლანდია) – „ბრაგა“ (პორტუგალია)