შერმადინის 12 ქულა 15 წუთში და გამარჯვება ანდორაში

0
19

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-14 ტურში გიორგი შერმადინის ტენერიფე ანდორას ესტუმრა და მეტოქეს 10 ქულით დაამარცხა – 86:76. ქართველ ცენტრს ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ცუდად არ უთამაშია, თუმცა გაცილებით შედეგიანი იქნებოდა, 15 წუთის თავზე 5 პერსონალურის გამო მოედნიდან რომ არ გავარდნილიყო.

სასტარტო ხუთეულში მყოფ ქართველ ცენტრს არცერთი სროლა არ გაუფუჭებია. გიორგიმ 6-დან 6 ორქულიანი ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ მოხსნა და ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა. სამწუხაროდ, შერმადინი, რომელიც აკურატული თამაშით გამოირჩევა და ხშირად მთელი მატჩის განმავლობაში ჯარიმას არ იღებს, პერსონალურების ლიმიტის გამო მოედნიდან გავარდა. 15 წუთში გიორგის ანგარიშზე 12 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი იყო.

ტენერიფეს 13 მატჩში 8 მოგება დაუგროვდა და ლიგა ენდესაში მეოთხე ადგილზეა. შერმადინის გუნდი მომდევნო ტურში გრან კანარიას დაუპირისპირდება. შეხვედრა 21 დეკემბერს გაიმართება.