კლაუდიო რანიერის საყურადღებო შედეგი

0
27

იტალიის სერია A-ს მორიგ ტურში, გენუის დერბიში, კლაუდიო რანიერის ,,სამპდორიამ” ,,ჯენოა” 1:0 დაამარცხა.

68 წლის სპეციალისტმა გამარჯვების მოპოვება მეოთხე დერბიში შეძლო (მილანურ, ტურინულ, რომაულ, გენუის). რანიერი გახდა პირველი მწვრთნელი სერია A-ს ისტორიაში, რომელსაც ერთი ქალაქის გუნდების შეხვედრებში მინიმუმ ერთი მოგება აქვს და არცერთი წაგება.

რანიერიმ ,,სამპდორია” 2019 წლის 12 ოქტომბერს ჩაიბარა.