სასიკეთო ცნობა “ტორპედოსთან” დაკავშირებით

0
15

ქუთაისის “ტორპედოს” მძიმე ფინანსური მდგომარეობა აქვს და ეს ამბავი ქართული ფეხბურთის გულშემატკივრისთვის უკვე კარგად ნაცნობია. მდგომარეობის გამოსწორების მიზნით კლუბი და ქუთაისის მერია მოლაპარაკებებს რამდენიმე ინვესტორთან აწარმოებდნენ. მათ შორის განიხილებოდა გერმანული აიტრახტის ვარიანტიც, რომელიც ქუთაისის მერიას კლუბის 20 წლიანი იჯარით აღებას სთავაზობდა, თუმცა საბოლოოდ, მოლაპარაკება არ შედგა.

როგორც გაირკვა, ამ ეტაპზე ყველაზე რეალური ვარიანტად იტალიელი ინვესტორები განიხილებიან, მათთან მოლაპარაკება უკვე დასკვნით ეტაპზეა და რამდენიმე დღეში ქუთაისის “ტორპედო” მათ ხელში გადავა. ამ ეტაპზე შეთანხმების სავარაუდო დეტალები ცნობილი არ არის, თუმცა ცნობილია ის, რომ უახლოეს დღეებში ქუთაისის მერია სიახლის შესახებ განცხადებას გააკეთებს.

აღსანიშნავია, რომ კლუბის ყოფილმა პრეზიდენტმა დავალიანების ნაწილი აღიარა. პარალელურად, “ტორპედოს” გადარჩენის მიზნით,  გუნდში მოთამაშე ფეხბურთელებმა და ასევე წასულმა ფეხბურთელებმაც,  კლუბის მომსახურე პერსონალთან ერთად,  რამდენიმე თვის ხელფასზე უარი თქვეს.