პოჩეტინიო “ვესტ ჰემს” სურს

0
18

ლონდონის „ვესტ ჰემ იუნაიტედს“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე არგენტინელი სპეციალისტის მაურისიო პოჩეტინიოს მიწვევა სურს. აღნიშნულ ინფორმაციას Mirror ავრცელებს.
„ჩაქუჩები“ ჩილიელი მთავარი მწვრთნელის მანუელ პელეგრინის მუშაობით უკმაყოფილონი არიან და მის შეცვლას აპირებენ.
შეგახსენებთ, რომ მაურისიო პოჩეტინიო „ტოტენჰემიდან“ დაახლოებით თვის წინ დაითხოვეს. „ვესტ ჰემი“ კი მძიმე სეზონს ატარებს და პრემიერლიგაში დარჩენისთვის უწევს ბრძოლა.