იან ფოსტერი ახალი ზელანდიის მთავარი მწვრთნელია

0
10

ახალი ზელანდიის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს – იან ფოსტერმა ოლ ბლექსთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
“ოლ ბლექსთან კონტრაქტის გაფორმება ჩემთვის უდიდესი პატივია და მოუთმენლად ველოდები პირველ მატჩს. მინდა, რომ ახალ ზელანდიასთან ერთად ახალი ისტორია დავწერო”, – აღნიშნა 54 წლის სპეციალისტმა.
იან ფოსტერს ახალი ზელანდიის ნაკრებში მუშაობის 7 წლიანი გამოცდილება აქვს – 2012-19 წლებში, იგი მთავარი მწვრთნელის ასისტენტის თანამდებობას იკავებდა.