ჩაკვეტაძის საევროთასო დებიუტი და განთესილი “გენტი”

0
22
“გენტმა”, რომლის ღირსებასაც გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია იცავენ, ევროპა ლიგაზე I ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და პლეი ოფში გავიდა. “გენტმა”, რომელსაც უკვე განაღდებული ჰქონდა შემდეგი ეტაპის საგზური, შინ 2:1 მოუგო უკრაინის “ოლეკსანდრიას”. გიორგი ჩაკვეტაძე 73-ე წუთზე შევიდა მინდორზე, ხოლო გიორგი ქვილითაია  – მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში. ევროტურნირებზე ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა. გიორგის გოლის გატანის შანსიც მიეცა, მაგრამ ვერ იერიშის შედეგიანად დაგვირგვინება ვერ მოახერხა.
ევროპა ლიგის ჯგუფებიდან ჯამში 24 გუნდი გავიდა, რომელთაც ჩემპიონთა ლიგიდან 8 გუნდი დაემატა და ტიტულისთვის ბრძოლას 32 კლუბი გააგრძელებს.
ცნობილია ევროპა ლიგის მერვედფინალისტებთაგან განთესილი და განუთესავი გუნდები
განთესილები
“გენტი” (ბელგია), “აიაქსი” (ნიდერლანდები), “არსენალი” (ინგლისი), “ბრაგა” (პორტუგალია), “ბაზელი (შვეიცარია), “ბენფიკა” (პორტუგალია), “სელტიკი” (შოტლანდია), “ესპანიოლი” (ესპანეთი), “ინტერი” (იტალია), “ბაშაკშეჰირი” (თურქეთი), “ლასკი” (ავსტრია), “მალმე” (შვედეთი), “მანჩესტერი” (ინგლისი), “პორტუ” (პორტუგალია), “ზალცბურგი (ავსტრია), “სევილია” (ესპანეთი).
განუთესავები
“აინტრახტი” (გერმანია), “აპოელი” (კვიპროსი), “ალკმაარი” (ნიდერლანდები), “ბაიერი” (გერმანია), “ბრიუგე” (ბელგია), “ვოლფსბურგი” (გერმანია), “ვულვერჰემპტონი” (ინგლისი), “კლუჟი” (რუმინეთი), “კოპენჰაგენი” (დანია), “ხეტაფე” (ესპანეთი), “ლუდოგორეცი” ბულგარეთი), “ოლიმპიაკოსი” (საბერძნეთი), “რეინჯერსი” (შოტლანდია), “რომა” (იტალია), “სპორტინგი” (პორტუგალია), “შახტარი” (უკრაინა).
კენჭისყრა 16 დეკემბერს ნიონში უეფას შტაბ-ბინაში ჩატარდება. მატჩები 20 და 27 თებერვალს გაიმართება.