2008-2009 წლების სეზონის შემდეგ პირველად – პლეი ოფში ყველა ინგლისური გუნდი გავიდა

0
8

ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის ჯგუფებში არცერთი ინგლისური გუნდი არ ჩარჩენილა.
2008-2009 წლების სეზონის შემდეგ პირველად ევროტურნირების პლეი ოფში ყველა ინგლისური გუნდი ითამაშებს. ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალის საგზური ,,ლივერპულმა”, ,,მანჩესტერ სიტიმ”, ,,ტოტენჰემმა” და ,,ჩელსიმ” მოიპოვეს, ევროპა ლიგის 1/16-ფინალში კი ,,არსენალი”, ,,მანჩესტერ იუნაიტედი” და ,,ვულვზი” ითამაშებენ.
გასულ სეზონში ორივე ევროტურნირის ფინალი ინგლისური იყო – ჩემპიონთა ლიგაზე ,,ლივერპულმა” ,,ტოტენჰემი” დაამარცხა, ევროპა ლიგის ფინალში კი ,,ჩელსიმ” ,,არსენალს” მოუგო.