მხოლოდ ტოპ ქვეყნების კლუბები ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში

0
4

ჩემპიონთა ლიგაზე ყველა მერვედფინალისტი გამოვლინდა და ერთი საინტერესო შემთხვევაც დაფიქსირდა. თექვსმეტივე გუნდი ტოპ ჩემპიონატებს (ესპანეთის ლა ლიგა, ინგლისის პრემიერლიგა, იტალიის სერია A, გერმანიის ბუნდესლიგა, საფრანგეთის ლიგა 1) წარმოადგენს. მსგავსი რამ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველად აღინიშნა.

მერვედფინალში ყველაზე მეტი, ოთხ-ოთხი წარმომადგენელი ესპანეთსა („რეალი“, „ბარსელონა“, „ატლეტიკო“, „ვალენსია“) და ინგლისს („ტოტენჰემი“, „ჩელსი“, „მანჩესტერ სიტი“, „ლივერპული“) ჰყავთ. შემდეგ იტალია და გერმანია მოდიან სამ-სამი გუნდით („იუვენტუსი“, „ნაპოლი“, „ატალანტა“ და „ბაიერნი“, „ლაიფციგი“, „დორტმუნდი), ხოლო საფრანგეთიდან მერვედფინალში ორი გუნდი (პსჟ და „ლიონი“) ითამაშებენ.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა, ორშაბათს, 16 დეკემბერს გაიმართება.