“ბაიერნის” საჩემპიონთალიგო რეკორდი

0
30

მიუნხენის “ბაიერნმა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში ლონდონის “ტოტენჰემს” 3:1 მოუგო და ტურნირის საწყისი სტადია უდანაკარგოდ დაასრულა.
მიუნხენურმა კლუბმა ჯგუფში ექვსივე თამაში დამაჯერებლად მოიგო და ბურთების შეფარდება +19 დააგროვა, რაც ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ჯგუფური ეტაპის სარეკორდო მაჩვენებელია.
ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში, “ბაიერნმა” ექვს თამაშში 24 გოლი გაიტანა და ხუთი გაუშვა. აღსანიშნავია, რომ “რეკორდმაისტერმა” ორ მატჩში “ტოტენჰემის” კარი ათჯერ აიღო.