პლეი ოფი წინა სეზონის ნახევარფინალისტის გარეშე…

0
12

მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში გასული სეზონის ნახევარფინალისტი ამსტერდამის ,,აიაქსი” ჩარჩა – ტენ ჰაგის გუნდს, ბოლო ტურში, საშინაო არენაზე ,,ვალენსიას” წინააღმდეგ ქულაც აწყობდა, თუმცა შეხვედრა მესტალიელმა ,,ღამურებმა” 1:0 მოიგეს.

ასპარეზობის ერთადერთი გოლი 24-ე წუთზე როდრიგო მორენომ გაიტანა, რომელმაც ფერან ტორესის გადაცემით ისარგებლა. დარჩენილ დროში ,,აიაქსი” უპირატესობას ფლობდა, თუმცა ამსტერდამელებმა წონასწორობის აღდგენა ვერ მოახერხეს.

H ჯგუფში პირველი ადგილი 11 ქულით ,,ვალენსიამ” დაიკავა, მეორე პოზიციაზე ასევე 11 ქულით ,,ჩელსი” გავიდა, ,,აიაქსი” კი 10 ქულით მესამე ადგილს დასჯერდა.

ამრიგად, ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში ,,ვალენსია” და ,,ჩელსი” ითამაშებენ, “აიაქსი” კი გამოსვლას ევროპის ლიგაზე განაგრძობს.