“ბარსა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე სამი წელიწადია დაუმარცხებელია

0
13

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ჯგუფური ეტაპის ბოლო, მეექვსე ტურში კატალონიის ,,ბარსელონამ” მილანის ,,ინტერი” გასვლაზე 2:1 დაამარცხა.
შედეგად, კატალონელთა წაუგებელი სერია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ სტადიაზე, რომელიც 2016 წელს დაიწყო, გრძელდება. ,,ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ბოლოს 2016-2017 წლების სეზონში ,,მანჩესტერ სიტისთან” დამარცხდა. მას შემდეგ ,,ბარსელონამ” 20 მატჩი ჩაატარა, რომელთაგან 14-ში იმარჯვა, ექვსი კი ფრედ დაასრულა.
ერნესტო ვალვერდეს გუნდმა F ჯგუფში 14 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, მეორე პოზიციაზე კი 10 ქულით დორტმუნდის “ბორუსია” გავიდა.