დეშამმა “სამფეროვნებთან” ხელშეკრულება გაახანგრძლივა

0
3

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავკაცმა დიდიე დეშამმა კონტრაქტი გაახანგრძლივა.
ახალი შეთანხმების თანახმად, ფრანგი სპეციალისტი გუნდში კიდევ ორი წლით დარჩება და საფრანგეთს 2022 წლის პლანეტის პირველობაზე უთავკაცებს.
შეგახსენებთ, რომ დიდიე დეშამი საფრანგეთის ნაკრებს სათავეში 2012 წლიდან უდგას. მისი თავკაცობით, საფრანგეთი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.