ტერ შტეგენი საგოლე გადაცემებით რონალდუს უსწრებს

0
16

კატალონიის “ბარსელონას” მეკარემ მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.
პირველ ასისტი, 27 წლის გერმანელმა სექტემბერში ესპანეთის დედაქალაქელთა “ხეტაფეს” წინააღმდეგ შეასრულა, ხოლო მეორე საგოლე გადაცემა ლა ლიგის გასულ ტურში კუნძულელთა “მალიორკასთან” მიითვალა.
ევროპის ქვეყნების ტოპ 5 ჩემპიონატში, ტერ შტეგენი ერთადერთი მეკარეა, რომელმაც ორი საგოლე გადაცემა გაიფორმა. აღსანიშნავია, რომ ამ მაჩვენებლით გერმანელი კიპერი კრიშტიანუ რონალდუს, აზარს და იოზილსაც უსწრებს.