გიორგი ჭიაბრიშვილი “საბურთალოდან” წავიდა…

0
29

საქართველოს დავით ყიფიანის თასის დაუფლების შემდეგ, გადამწყვეტი მატჩის დასრულებისთანავე, “საბურთალოს” მთავარი მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა პოსტი დატოვა. 40 წლის სპეციალისტმა საბურთალოელებს გასულ სეზონში ჩემპიონობა, წლეულს კი ეროვნული თასი მოაგებინა.
საინტერესოა აღინიშნოს, რომ გორში, “ლოკომოტივის” წინააღმდეგ ჩატარებულ ფინალში გიორგი ჭიაბრიშვილი “საბურთალოს” მთავარი მწვრთნელის რანგში მეორასედ გაუძღვა.