“ბასკონიას” შენგელიამ მოაგებინა

0
33

თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” შინ ურთულესი მატჩი გამართა კატალონიურ “ხუვენტუდთან”. მესამე პერიოდის შემდეგ ბასკები 13 ქულის სხვაობით იგებდნენ, თუმცა სტუმრებმა მეოთხე რაუნდში თამაშის შემოტრიალება სცადეს და გამარჯვებამდე ცოტა დააკლდათ. საბოლოოდ 87:86 “ბასკონიას” სასარგებლოდ.

როგორც მოსალოდნელი იყო, თორნიკე შენგელია მასპინძელთა სნაიპერი გახდა. მის ანგარიშზე 19 ქულა დაფიქსირდა. მისი სრული მონაგარი ასეთი იყო: 31 წუთი, 19 ქულა (7-დან 5 ორქულიანი, ერთიდან ერთი სამიანი, 8-დან 6 საჯარიმო), 8 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა. ბასკების ვიცე-ბომბარდირი საქართველოს ნაკრების ამერიკელი ლეგიონერი მეტ ჯენინგი გახდა – 7-დან 5 სამქულიანი ჩააგდო, მატჩი კი 16 ქულით დაასრულა.

“ხუვენტუდში” 20 ქულით საუკეთესო სლოვენიალი კლემენ პრეპელიჩი გახდა.