ლუის სუარესმა ხუთი საუკეთესო შემტევი დაასახელა – კრიშტიანუ ურუგვაელის ფავორიტთა შორის არაა…

0
18

კატალონიის “ბარსელონას” და ურუგვაის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა ფეხბურთის ისტორიაში ხუთი საუკეთესო შემტევი დაასახელა.
აღსანიშნავია, რომ 32 წლის ურუგვაელის სიაში პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ ვერ მოხვდა, ხოლო როგორც მოსალოდნელი იყო, პირველი ადგილი სუარესის თანაგუნდელმა ლეო მესიმ დაიკავა.

ხუთი საუკეთესო თავდამსხმელი ფეხბურთის ისტორიაში სუარესის ვერსიით
1. ლეო მესი (არგენტინა)
2. გაბრიელ ბატისტუტა (არგენტინა)
3. დიეგო ფორლანი (ურუგვაი)
4. რონალდო (ბრაზილია)
5. რომარიო (ბრაზილია)