საფეხბურთო აგენტებმა 2019 წელს 590 მილიონი ევრო მიიღეს

0
30

ფეხბურთის აგენტების შემოსავალმა, რომელიც მათ 2019 წელს ტრანსფერების საკომისიოებიდან მიიღეს 590 მილიონი ევრო შეადგინა.
ფიფას საერთაშორისო ტრანსფერების სისტემის (ITMS) ცნობით, 2019 წელს დაახლოებით 17 ათასი ტრანსფერი განხორციელდა, რომელთა უკან 3557 აგენტი იდგა.
ასევე ცნობილია, რომ აგენტების შემოსავლის დიდი ნაწილი, 80% ინგლისურ, გერმანულ, იტალიურ, ესპანურ, ფრანგულ და პორტუგალიურ კლუბებზე მოდის.