კლოპის მეასე და “ლივერპულის” რეკორდი

0
19

ინგლისის პრემიერლიგის მეთხუთმეტე ტურის მატჩში, მერსისაიდულ დერბიში, „ლივერპულმა“ „ევერტონი“ 5:2 დაამარცხა. ეს გამარჯვება ინგლისის ჩემპიონატში მეასე გამოდგა “წითლების” გერმანელი მთავარი მწვრთნელის იურგენ კლოპისთვის. ალემან სპეციალისტს საამისოდ 159 მატჩი დასჭირდა. ალბიონელთა უძლიერეს ლიგაში უფრო სწრაფად ეს მხოლოდ პორტუგალიელ ჟოზე მოურინიოს მოუხერხებია – 100 მოგება 142 შეხვედრაში.
პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში “ლივერპული” ერთადერთია, რომელიც არ დამარცხებულა (14 მოგება და ერთი ფრე), თუ ამას წინა სეზონის ბოლოსაც დავამატებთ, 32-მატჩიანი წაუგებელი სერია გამოვა (27 გამარჯვება ერთი ფრე).
მერსისაიდელებმა 1987-88 წლების საკუთარი რეკორდი გააუმჯობესეს.