გიორგი შერმადინი – შვიდიდან შვიდი

0
37
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეშვიდე ტურში გიორგი შერმადინის “იბეროსტარ ტენერიფემ” გერმანული “ბამბერგი” 82:64 დაამარცხა. ქართველი ცენტრი ესპანური კლუბის სასტარტო ხუთეულში იყო. 24 წუთში მან 19 ქულა დააგროვა. თამაშიდან 67%-იანი სიზუსტით ისროდა, ხოლო საჯარიმოს ხაზიდან – უნაკლოდ. გამარჯვებულთა რიგებში ყველაზე მეტი ქულა სწორედ შერმადინს ჰქონდა. ქართველი ცენტრის ანგარიშზეა 5 მოხსნა და ერთი ჩაჭრა, პასივში – 4 დაკარგვა და ერთი პერსონალური ჯარიმა. მარგი ქმედების კოეფიციენტით (17) შერმადინი გუნდში მხოლოდ ბრაზილიელ მარსელინიო უერტასს (20) ჩამორჩა.
“ტენერიფემ” C ჯგუფში შვიდივე მატჩი მოიგო და 10 დეკემბერს რუსეთში”ნიჟნი ნოვგოროდს” შეხვდება.