ჩაკვეტაძე დასაბრუნებლად მზადაა

0
26

ბელგიის “გენტის” 20 წლის ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძის უახლოეს პერიოდში თამაშის განახლებას მოახერხებს. ამის შესახებ ბენილუქსელთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იეს თორუპმა განაცხადა.
დანიელი სპეციალისტის განცხადებით, ჩაკვეტაძე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად მზადაა და ქართველის სამატჩო განაცხადში შეყვანას აპირებს.
„გიორგი ჩაკვეტაძე დაბრუნებასთან ახლოსაა. მზადაა როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. ამიტომ, ვფიქრობ, გიორგი მალე განაცხადში მოხვდება“, – აღნიშნა იეს თორუპმა.
გიორგი ჩაკვეტაძემ მუხლზე ოპერაცია გაზაფხულზე გაიკეთა და მას შემდეგ არ უთამაშია. “გენტის” ქართველმა ლეგიონერმა ვარჯიში ამ შემოდგომით განაახლა.
Het Nieuwsblad წერს, რომ “გენტში” შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე კონკურენცია მაღალია, სადაც ამჟამად კანადელი ტალანტი ჯონათან დევიდი ბრწყინავს. შესაბამისად, ჩაკვეტაძეს ადგილის დასამკვიდრებლად გარკვეული დრო დასჭირდება.