მოპოვებული “ოქროს ბურთების” რაოდენობით “ბარსელონამ” “რეალს” გაუსწრო

0
8

,,ბარსელონას” თავდამსხმელმა, ლეო მესიმ მეექვსე ,,ოქროს ბურთი” მოიგო. შედეგად, კატალონური გრანდის ფეხბურთელებმა მოპოვებული ,,ოქროს ბურთების” რაოდენობით მადრიდის ,,რეალის” ფეხბურთელებს გადაუსწრეს. ,,ბარსელონას” მოთამაშეთა ანგარიშზე 12 ,,ოქროს ბურთია”, ,,სამეფო გუნდის” კი – 11.
,,რეალის” შემადგენლობაში ,,ოქროს ბურთი” ალფრედო დი სტეფანოს (1957, 1959), რაიმონ კოპას (1958), რონალდოს (2002), ლუიშ ფიგუს (2000), ფაბიო კანავაროს (2006), კრიშტიანუ რონალდუსა (2013, 2014, 2016, 2017) და ლუკა მოდრიჩს (2018) აქვთ დამსახურებული.
,,ბარსელონას” რიგებში ,,ოქროს ბურთის” მოპოვება ლუის სუარესმა (1960), იოჰან კრუიფმა (1973,1974), ხრისტო სტოიჩკოვმა (1994), რივალდომ (1999), რონალდინიომ (2005) და ლეო მესიმ (2009, 2010, 2011, 2012, 2015, 2019) შეძლეს.
რვა-რვა “ოქროს ბურთი” “მილანისა” და “იუვენტუსის” მოთამაშეებს დაუმსახურებიათ, ხუთი – “ბაიერნისას”.