ლუკა მოდრიჩი: “რონალდუს ოპონენტის პატივისცემა მართებს”

0
4

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა, ლუკა მოდრიჩმა, „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებაზე კრიშტიანუ რონალდუს არყოფნა, ფეხბურთისადმი უპატივცემულობად შეაფასა.
„ამაყი ვარ ამ დარბაზში ყოფნით და ლიონელ მესისთვის „ოქროს ბურთის“ გადაცემით, მან დაიმსახურა ეს პრიზი. ვფიქრობ, ტრადიცია, ყოფილმა მფლობელმა მოქმედ ლაურეატს გადასცეს ჯილდო, ძალიან კარგი ჟესტია. ამით შენ პატივისცემას გამოხატავ კონკურენტისადმი. მართალია, მინდორზე ჩვენ მოწინააღმდეგეები ვართ და არა მტრები. თუმცა, ზოგიერთს ეს სხვაგვარად ესმის. გულთან ძალიან ახლოს მიაქვს და უკიდურესობაში გადადის.
რაც შეეხება რონალდუს. მგონია, რომ პრიზის ვერმოგების შემთხვევაშიც უნდა დაესწრო საღამოს და ამით პატივისცემა გამოხატო ოპონენტებისადმი. ეს ხომ სპორტის ზეიმია“, – ციტირებს მოდრიჩის სიტყვებს A Bola.