მამუკელაშვილის სეზონის საუკეთესო მატჩი

0
3

სანდრო მამუკელაშვილმა მიმდინარე სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ამერიკის სტუდენტური ლიგის მატჩში ქართველი ფორვარდის “სეტონ ჰოლი” სტუმრად აიოვას უნივერსიტეტს შეხვდა და 84:76 დაამარცხა.

მამუკელაშვილმა მოედანზე 33 წუთი გაატარა და გუნდს 18 ქულა, ექვსი მოხსნა (სამი შეტევაში), ერთი პასი, ერთი ჩაჭრა და ორი დაფარება შესძინა. ახალგაზრდა ქართველმა ფორვარდმა ექვსიდან ოთხი ორქულიანი, ოთხიდან სამი სამქულიანი და ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და სამი პერსონალური ფოლი მიიღო.

სანდროზე შედეგიანი მხოლოდ მაილს პაუელი იყო, რომელმაც 24 ქულა ჩააგდო, თუმცა კი, თამაშიდან 10 ტყორცნა გაუცუდდა და სარგებლიანობის კოეფიციენტი ჩვენებურზე უარესი ჰქონდა.

სეტონ ჰოლი მეტოქეს დიდი ხნის განმავლობაში ჩამორჩებოდა, გადამწვეტი კი ათქულიანი გაქცევა აღმოჩნდა, რომელიც საფინალო სირენამდე ხუთიოთ წუთით ადრე, სანდროს ზუსტ სამქულიანს მოჰყვა. მიმდინარე სეზონში სეტონჰოლელ პირატებს ექვსი მოგება და ორი მარცხი აქვთ. მორიგ მატჩს მამუკელაშვილის გუნდი კვლავ აიოვას უნივერსიტეტთან, ამჯერად მშობლიურ ნიუ ორანჟში, 9 დეკემბერს გამართავს.