რონალდუმ ნოემბერი უგოლოდ დაასრულა

0
9

ნოემბერი ისე მიილია, ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ მეტოქეთა კარში გოლი ვერ გაიტანა. პორტუგალიელმა შემტევმა თვე გოლის გარეშე 2009 წლის შემდეგ პირველად დაასრულა.

მხედველობაში არ ვიღებთ პორტუგალიის ნაკრებში გატანილ გოლებს (ორ მატჩში ოთხი გოლი) და საუბარი მხოლოდ საკლუბო შედეგებზეა. ნოემბერში „იუვენტუსის“ მაისურით კრიშტიანუმ ნოემბერში ოთხი თამაში ჩაატარა და გოლი არ გაუტანია. ბოლოს თავი ერთი თვის წინ, 30 ოქტომბერს, „ჯენოასთან“ გამოიჩინა.

როგორც აღმოჩნდა, ასეთი ცუდი თვე რონალდუს 2009 წლის ნოემბერში ჰქონდა, როდესაც „რეალის“ რიგებში გოლი ვერ გაიტანა, თუმცა მაშინ მოედანზე მხოლოდ ორჯერ გავიდა. აქედან მოყოლებული 34 წლის ფეხბურთელისთვის ათი წლის განმავლობაში არცერთი თვე უგოლოდ არ დასრულებულა.