შენგელიას 11 ქულა ათენში წაგებულ მატჩში

0
25

ევროლიგის რეგულარული სეზონის მეთერთმეტე ტურში თორნიკე შენგელიას “ბასკონია” ათენში “პანათინაიკოსს” ესტუმრა და 32-ქულიანი სხვაობით დამარცხდა – 68:100.

შენგელია სასტარტო შემადგენლობაში იყო. თორნიკემ 28:35 წუთში 11 ქულა ჩააგდო. მან 6 მოხსნა და ერთი გადაცემაც მიითვალა. მარგი ქმედების კოეფიციენტით თოკო წაგებულ გუნდში მესამე იყო (11). მეტ ჯენინგმა 30:02 წუთში 8 ქულა, 3 მოხსნა, 4 პასი და ერთი ჩაჭრა მიითვალა. (მარგი ქმედების კოეფიციენტი – 5).

“ბასკონიას” 5 მოგება და 6 მარცხი აქვს და მე-9 ადგილზეა. 7 დეკემბერს ბასკური გუნდი თურქეთის “ეფესს” უმასპინძლებს.