პეპ გვარდიოლა: “ოქროს ბურთს” მესი მოიგებს, შემდეგ VAR-ით გადაამოწმებენ და ვან დეიკს მისცემენ”

0
30
“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ხუმრობით ისაუბრა “ოქროს ბურთის” ფავორიტზე.
შეგახსენებთ, რომ ჯილდოს მიღების მთავარი კანდიდატები “ბარსელონას” ფორვარდი ლიონელ მესი და “ლივერპულის” მცველი ვირჯილ ვან დეიკი არიან.
“დარწმუნებული ვარ, “ოქროს ბურთს” მესი მოიგებს, შემდეგ VAR-ით გადაამოწმებენ და ვან დეიკს მისცემენ”, – ციტირებს ესპანელ სპეციალისტს SPORTbible.