“არსენალმა” უნაი ემერი დაითხოვა

0
5

ლონდონის ,,არსენალმა” ესპანელი მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი გაათავისუფლა, ინფორმაციას გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

,,არსენალი” გუშინ ევროპა ლიგის შეხვედრაში ფრანკფურტის ,,აინტრახტთან” დამარცხდა. ლონდონელებმა ბოლოს 24 ოქტომბერს, ,,გიმარაეშთან” მატჩში იმარჯვეს. მას შემდეგ ემერის გუნდმა ყველა ტურნირზე შვიდი შეხვედრა ჩაატარა, სამში დამარცხდა, ოთხი კი ფრედ დაასრულა.

,,მეთოფეთა” ხელმძღვანელობის განცხადებით, გუნდს შვედი ფრედი ლიუნგბერგი ჩაიბარებს. ლონდონელთა უფროსობის თქმით, ისინი გუნდის ყოფილ ფეხბურთელს სრულ ნდობას უცხადებენ.

ემერი ,,არსენალში” 2018 წლის მაისიდან მუშაობდა. გასულ სეზონში ,,მეთოფეებმა” პირენელის ხელმძღვანელობით ევროპა ლიგის ფინალში ითამაშეს.