უეფას სოლიდარობის თანხის 70 პროცენტი თანაბრად განაწილდება

0
17

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა დღის წესრიგით გაწერილი საკითხები განიხილეს.

კომიტეტის წევრებმა კლუბების ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებისათვის უეფას სოლიდარობის თანხების განაწილებაზე იმსჯელეს და გადაწყვიტეს, რომ გამოყოფილი თანხის 70% კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ათ გუნდს თანაბრად გაუნაწილდება, დარჩენილი 30% კი, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის გუნდებს.

ცვლილება შევიდა ლიცენზირების დებულებაში, რომელიც სრულ შესაბამისობაში მოდის უეფას ახალ მოთხოვნებთან. განხორციელებული ცვლილების შედეგად 2020 წლიდან საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ქალთა ლიგის მონაწილე გუნდებისთვის ლიცენზირების გავლა სავალდებული გახდება.