“ინდიანამ” “მემფისი” დაამარცხა, ბითაძემ შვიდ წუთში ოთხი ქულა ჩააგდო

0
16

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მეათე მატჩი მოიგო გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსმა”. ინდიანაპოლისში “მემფის გრიზლისი” ჩავიდა და ქულაუხვი მატჩიც გაჩაღდა. საფინალო სირენამ 126:114 დააფიქსირა “პეისერსის სასარგებლოდ.

ქართველმა წინახაზელმა მოედანზე 7 წუთი გაატარა, თუმცა უქმად არ ყოფილა: სამიდან ერთი ორქულიანი, ორიდან ორი საჯარიმო ჩააგდო და ოთხ ქულას თითო მოხსნა-დაფარება წაუმატა.

თავისი მრავალმხრივობა გამოავლინა არვიდას საბონისის ინდიანელმა ვაჟმა დომანტასმა: 13 ქულა, 13 მოხსნა, 6 პასი. საუკეთესო იყო გოგას თანაგუნდელი ტი ჯეი უორენი – 26 ქულა. “მემფისი” კი ორმაგი დუბლი ლიტველმა იონას ვალანჩუნასმა შეასრულა (14 ქულა, 11 მოხსნა).

“ინდიანა პეისერსს” 10 მოგების წილ 6 წაგება აქვს და აღმოსავლეთის კონფერენციაში მეექვსეა. მომდევნო მატჩს ასევე შინ, “იუტა ჯაზთან” გამართავს. შეხვედრა 28 ნოემბერს, თბილისის დროით დილის ოთხ საათზე დაიწყება.