ქართველების “ანორთოსისი” კვლავ წაუგებლად ლიდერობს

0
18

თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ კვიპროსის ჩემპიონატში მორიგი თამაში მოიგო.
ამჯერად, ფამაგუსტელებმა შინ „ეთნიკოსს“ 2:1 სძლიეს და მიმდინარე სეზონში პირველად “ანორთოსის” შემადგენლობაში ოთხივე ქართველმა ლეგიონერმა: მეკარე გიორგი ლორია, ნახევარმცველები მურთაზ დაუშვილი და თორნიკე ოქრიაშვილი, თავდმსხმელი ნიკა კაჭარავა, სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა.
მათგან ქეცბაიამ მხოლოდ ორი შეცვალა – კაჭარავა 70-ე წუთზე, ხოლო ოქრიაშვილი – 76-ეზე. „ანორთოსისი“ 21 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატს წაუგებლად ლიდერობს.