ჟოზე მოურინიო: “ორი გოლის გაშვებამდე ბედნიერი ვიყავი”

0
23

ლონდონის ,,ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, ,,ვესტ ჰემთან” მოგებულ მატჩზე ისაუბრა:
,,ბედნიერი ვიყავი ორი გოლის გაშვებამდე. კარგად ვითამაშეთ, მოედანზე გადმოვიტანეთ ის, რაზეც ვვარჯიშობდით. შეგვეძლო ანგარიში 4-0 გაგვეხადა და თამაში მოგვეკლა.
გაგვიმართლა, რომ პრემიერლიგაში ამდენი წელი მაქვს გატარებული. შესვენებაზე ფეხბურთელებს ვუთხარი: ,,85-ე წუთზე ანგარიში 3-0 რომ იყოს, მატჩის ბედი გადაწყვეტილი მაინც არ იქნება.” ბევრმა ფაქტორმა იმოქმედა – ემოციები ყოფილი მწვრთნელის წასვლის შემდეგ, ფეხბურთელების დაბრუნება სანაკრებო პაუზიდან, დაღლილობა…
მთავარი მოგება იყო, მნიშვნელობა არ აქვს როგორ. ბიჭები ბედნიერები არიან, მე კი სწორედ ეს მინდოდა.” – მოურინიოს სიტყვებს BBC ციტირებს.

პრემიერლიგის მე-13 ტურში ,,ტოტენჰემმა” ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით პირველი მატჩი ჩაატარა. ,,დეზები” ,,ვესტ ჰემს” ესტუმრნენ და 3-2 დაამარცხეს.