“რეალი” “ბარსელონას” დაეწია

0
16

ესპანეთის ლა ლიგის მე-14 ტურში მადრიდის “რეალმა” საკუთარ მოედანზე ბასკეთის სან სებასტიანის “რეალ სოსიედადი” მიიღო და 3:1 გაიმარჯვა.

ანგარიში სტუმრებმა მატჩის დასაწყისში გახსნეს. მეორე წუთზე თავი ვილიან ჟოზემ გამოიჩინა და “სოსიედადი” დააწინაურა. მასპინძლებმა წონასწორობა 37-ე წუთზე აღადგინეს. გოლი ფრანგმა შემტევმა კარიმ ბენზემამ გაიტანა.

ზიდანის გუნდი წინ მეორე ტაიმის დასაწყისში გავიდა. 47-ე წუთზე ფედე ვალვერდემ გაიტანა და ანგარიში 2:1 გახადა. ასპარეზობის საბოლოო ანგარიში 74-ე წუთზე ხორვატმა შუახაზელმა ლუკა მოდრიჩმა დააფიქსირა.

ამ მოგების შედეგად კასტილიის “რეალს” 28 ქულა დაუგროვდა და კატალონიის “ბარსელონასთან” ერთად პირველ ადგილს იყოფს.