მასკერანო სამშობლოში დაბრუნდა

0
16

“ლივერპულისა” და “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი ხავიერ მასკერანო ბუენოს აირესის “ესტუდიანტესში” გადავიდა. აღნიშნული ინფორმაცია არგენტინული კლუბის ტვიტერის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა. საყრდენი ნახევარმცველი სამშობლოში სათამაშოდ 14 წლის შემდეგ დაბრუნდა.

მასკერანო “რივერ პლეიტის” აკადემიის აღზრდილია და კლუბი 2005 წელს დატოვა. მას შემდეგ ხავიერი “კორინთიანსში”, “ვესტ ჰემში”, “ლივერპულში”, “ბარსელონასა” და “ჰებეიში” თამაშობდა. ყველაზე წარმატებული პერიოდი არგენტინელს ესპანურ კლუბში ჰქონდა, სადაც 334 მატჩი ჩაატარა, ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო, ხოლო ესპანეთის ჩემპიონატი ხუთჯერ გახდა.