მამუკელაშვილისა და ბეჟანიშვილის გუნდების იოლი გამარჯვებები

0
37

ამერიკის სტუდენტურ ლიგაში მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს სანდრო მამუკელაშვილის “სეტონ ჰოლმა” და გიორგი ბეჟანიშვილის “ილინოისმა”. ორივე გუნდი მოწინავე დონის კონფერენციებში ასპარეზობენ – სეტონ ჰოლი Big East-ში, ხოლო ილინოისი Big Ten-ში.

მამუკელაშვილის გუნდმა ფლორიდის A&M რათლერსი 87:51 გაანადგურა. ქართველმა ფორვარდმა სასტარტო ხუთეულში, მხოლოდ 13 წუთი ითამაშა და ეს გახლდათ მისი ყველაზე უხეირო მატჩი მიმდინარე სეზონში. სანდრომ 2 ქულა და ერთი მოხსნა მიითვალა, 6 ცდიდან მხოლოდ ერთი სროლა ჩააგდო.

სეტონ ჰოლი 4 მოგებითა და ერთი მარცხით Big East-ის კონფერენციაში 5-6 ადგილებს “ვილანოვასთან” იყოფს.

გიორგი ბეჟანიშვილის “ილინოისმა” კი კიდევ უფრო იოლი გამარჯვება მოიპოვა, რომელმაც “ჰემპტონი” 120:71 გაანადგურა. ბეჟანიშვილმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 24 წუთში 14 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი და ერთი დაფარება მიითვალა. გიორგიმ სამიდან 2 ორქულიანი, ერთიდან ერთი სამიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო.

ილინოისელებს 5 მოგების წილ მხოლოდ ერთი მარცხი აქვთ და Big Ten-ის უმძლავრეს კონფერენციაში მე-6 ადგილი უკავიათ. მის წინ დაუმარცხებელი 5 გუნდია. შეგახსენებთ, რომ სტუდენტურ ლიგაში ჯერჯერობით არასაკონფერენციო თამაშები მიმდინარებს და დეკემბერის შუა რიცხვებიდან დაიწყება შიდასაკონფერენციო ჩემპიონატები.